9 აპრილი ეროვნული ერთიანობის დღეა, ქართველმა ხალხმა თავისუფლების მკაფიო არჩევანი გააკეთა - ნიდერლანდების საელჩო

09.04.25 10:30
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის დღეა, ქართველმა ხალხმა თავისუფლების მკაფიო არჩევანი გააკეთა - ნიდერლანდების საელჩო

ნიდერლანდების საელჩო საქართველოში 9 აპრილის ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დიპლომატიური უწყება აღნიშნავს, ეს თაღიღი ეროვნული ერთიანობის დღეა, როდესაც ქართველმა ხალხმა თავისუფლების მკაფიო არჩევანი გააკეთა. 

დღეს ჩვენ ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს, რომლებიც საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის სასტიკი დარბევის მსხვერპლი გახდნენ. 9 აპრილი ეროვნული ერთიანობის დღეა. ქართველმა ხალხმა თავისუფლების მკაფიო არჩევანი გააკეთა. ნიდერლანდები ქართველი ხალხის გვერდში დგას და მხარს უჭერს მის სამართლიან სწრაფვას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, - წერს საელჩო.