მოვიდა ქალბატონი, "გითრევ თმებითო" - ზვიად ცეცხლაძის დედა ამბობს, რომ პროვოკატორები მიუგზავნეს

09.04.25 10:58
მოვიდა ქალბატონი, "გითრევ თმებითო" - ზვიად ცეცხლაძის დედა ამბობს, რომ პროვოკატორები მიუგზავნეს

 

 

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა ამბობს, რომ მას პროვოკატორები მოუგზავნეს. ნარგიზი დავითაძის თქმით, მას ქალი და კაცი დაემუქრნენ და მის შვილს "ნაძირალა" უწოდეს.

ნარგიზ ცეცხლაძე "ტვ პირველთან" აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ე.წ. ტიტუშკებს მისი ციხეში მყოფი შვილიც კი აღიზიანებთ. 

მან სინდისის პატიმარს მიმართა, რომ თუ ის ამ ინცინდენტს ტელევიზიით ნახავს, არ ინერვიულოს: 

"ვიდექი მშვიდად, მოვიდა ქალბატონი, გითრევ თმებითო. კაცი დგას, ვინ არის ეს ნაძირალაო? ზვიადი [ცეცხლაძე] ნაძირალა არ არის! ზვიადს ქვეყანა უყვარს და ნორმალური პიროვნებაა!  მე ვიდექი ჩემთვის, მშვიდად ვაპროტესტებდი.

ჩემი შვილი ნაძირალა ნამდვილად არ არის!

სადაც დავდექი, ყველგან პროვოკაცია მომიწყვეს. ეტყობა, ზვიადი აღიზიანებთ. იმ ხნის კაცს და იმ ხნის ქალს მართლა არ ეკადრება... თქვენ მოგიბრუნდებათ ეგ რეჟიმი ისევ" - ამბობს სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა ნარგიზ დავითაძე.