9 აპრილს ჩვენ პატივს მივაგებთ ქართველი ხალხის სიმამაცესა და თავდადებას - ისრაელის საელჩო
9 აპრილს ჩვენ პატივს მივაგებთ ქართველი ხალხის სიმამაცესა და თავდადება, - ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს. დიპლომატიური უწყება წერს, რომ ეს დღე ქართველი ხალხის გამძლეობის და ეროვნული ღირსების დღეა, რომელსაც ისრაელი ხალხი ღრმად აფასებს.
9 აპრილს ჩვენ პატივს მივაგებთ ქართველი ხალხის სიმამაცესა და თავდადებას. ეს დღე არის დასტური თქვენი გამძლეობის, თავისუფლებისა და ეროვნული ღირსებისადმი ურყევი ერთგულების. ისრაელის ხალხი ღრმად ვაფასებთ ამ ღირებულებებს, და მათდამი სწრაფვისას გაღებულ მსხვერპლს. თავისუფლება და სუვერენიტეტი არ არის მხოლოდ ეროვნული მისწრაფებები - ისინი უნივერსალური იდეალებია, რომლებიც აერთიანებს ჩვენს ხალხებს და განსაზღვრავს ჩვენი მომავლის ხედვას, - წერს უწყება.