იყო მცდელობა, მომხდარიყო ინციდენტები, თქვენი თანადგომა გვჭირდება, გამოდით რუსთაველზე! - პაატა ბურჭულაძე

09.04.25 11:24
იყო მცდელობა, მომხდარიყო ინციდენტები, თქვენი თანადგომა გვჭირდება, გამოდით  რუსთაველზე! - პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საქართველოს ახლა სწორედ მათი მხარდაჭერა სჭირდება.

ხელოვანი ამბობს, რომ ადგილზე პროვოკაიებს ჰქონდა ადგილი, თუმცა ამის თავიდან აცილება მოახერხეს.

როცა ბევრნი ვიქნებით, არაფერი მოხდება, - ამბობს ბურჭულაძე.  

პირველი, რაც უნდა ვთქვა და ძალიან საჩქაროა ეს: ბატონებო, გამოდით გარეთ, გამოდით რუსთაველზე. საქართველოს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა. აქ ხალხი ღამე ნათევია, ბევრი შემოგვიერთდა დილიდანაც, მაგრამ ჩვენ გვჭირდება თქვენი თანადგომა. როცა ბევრნი ვიქნებით, არაფერი მოხდება. ჯერჯერობით იყო მცდელობა, მომხდარიყო ინციდენტები, მაგრამ როგორღაც თავი ავარიდეთ. გამოდით გარეთ, ემსახურეთ თქვენს ქვეყანას. ხალხი გაიმარჯვებს, ქართველები ვართ ძალიან მაგარი ერი!, - ამბობს პაატა ბურჭულაძე.