1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები - პოლონეთის საელჩო

09.04.25 12:09
1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები - პოლონეთის საელჩო

პოლონეთის საელჩო საქართველოში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს და ამ თარიღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დიპლომატიური უწყება წერს, რომ პოლონეთი და საქართველო საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ და ახლაც უერთდება ქართველი ხალხის თავისუფლებისადმი და ევროპული მომავლისადმი სწრაფვას. 

1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები. ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ვიხსენებთ მათ, ვინც იბრძოდა და სიცოცხლე გაწირა თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსთვის. პოლონეთი და საქართველო მაშინ ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ. ჩვენ ახლაც ვუერთდებით ქართულ საზოგადოებას, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის, - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.