მქონდა დათქმა, ბიჭი თუ მეყოლებოდა, ზვიად გამსახურდიას საპატივსაცემოდ დავარქმევდი - ზურაბ ცეცხლაძე
სინდისის პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა ამბობს, რომ შვილს სახელი ზვიად გასმახურდიას საპატივსაცემოდ დაარქვა. ამის შესახებ ზურაბ ცეცხლაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ამ სახელით მოევლინა ქვეყანას მისი შვილი ზვიად ცეცხლაძე, რომელიც ახლა რეჟიმის ტყვეობაშია.
მქონდა დათქმა, რომ მეყოლებოდა ბიჭი, აუცილებლად უნდა დამერქვა მისთვის ზვიად გამსახურდიას საპატივსაცემოდ სახელი ზვიადი და თუ ტყუები მეყოლებოდა, მერაბისა და ზვიადის სახელები უნდა დამერქვა მათთვის. ბედმა ისე მოიტანა, რომ ტყუპები ჩაისახა და სამწუხაროდ, ერთი ცოცხალი ვერ დაიბადა. შესაბამისად, რომელიც იყო ზვიადი მუცელში, ის დაიბადა და ის არის დღეს ზვიად ცეცხლაძე, რომელიც დღეს საპატიმროში იმყოფება ამ ჯალათების, ამ რუსული რეჟიმის საპატიმროში, - თქვა სიტყვით გამოსვლისას ზურაბ ცეცხლაძემ.