აქტივისტები: "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი "ტიტუშკა" მოგვიგზავნა
რუსთაველის გამზირზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა - უცნობი კაცი, სინდისის პატიმრების მშობლებთან და ადგილზე შეკრებილებთან მივიდა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტს ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა.
მამაკაცი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, "ოცნების" პარტაქტივის წევრია.
ის პოლიციამ მხოლოდ ადგილიდან გაიყვანა. "პირველების" ინფორმაციით, აგრესიული კაცის იდენტიფიცირება სამართალდამცველებს არ მოუხდენიათ და არც დამატებითი კითხვები დაუსვამთ.
დაპირისპირების დროს "ტიტუშკები" ადგილიდან სინდისის პატიმრის, მათე დევიძის საქმის "მოწმე" პოლიციელს, ბიძინა ჟამერაშვილს გაჰყავს.
ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნება" მათ "ტიტუშკებს" და აგრესიულ მოქალაქეებს მიზანმიმართულად უგზავნის, რათა ადგილზე დაძაბულობა გამოიწვიოს.
ეს "ტიტუშკები" და ეს გამაღიზიანელი ხალხი რომ მოდის, გვლანძღავს და გვაგინებს, არც ერთი მილიოციონერი ხმას არ იღებს, პირიქით მათ ხელსაც უწყობენ. აძლევენ მათ საშუალებას, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენონ, ჩვენ ხალხი ვრეაგირებთ მშვიდად, ვეუბნებით რომ გაიყვანონ", - ამბობს ანა ქარქაშაძე.
რუსთაველის გამზირი საპოლიციო ძალებისგან გაასაუფთავეს. "პირველების" ინფორმაციით, ნაწილი ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაცის ეზოში შეიყვანეს, ნაწილი კი გდდ-ს ბაზაზეა გადაყვანილი.