9 აპრილის სიმბოლო 36 წლის შემდეგ ისევ 9 აპრილის მემორიალთან - "პირველების" ინტერვიუ ნანა მახარაძესთან

09.04.25 14:29
9 აპრილის სიმბოლო 36 წლის შემდეგ ისევ 9 აპრილის მემორიალთან - "პირველების" ინტერვიუ ნანა მახარაძესთან

 

 

36 წლის შემდეგ, 9 აპრილის სიმბოლო ისევ 9 აპრილის მემორიალთან დგას. ნანა მახარაძეს ერთი დიდი სურვილი აქვს - ქართული საზოგადოება ასე დაყოფილი არ იყოს. 

"იცით, როცა ამხელა ისტორიის ნაწილი ხარ, ძალიან დიდი პატივია და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც"- ეუბნება "პირველებს" მახარაძე, რომელიც ვერ იფიქრებდა, რომ 36 წლის შემდეგ ქვეყნის თავისუფლება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, საზოგადოება და საქართველოს ე.წ. მთავრობა კი "მდინარის სხვდასხვა ნაპირზე" აღმოჩნდებობდნენ.

9 აპრილის სიმბოლო დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლაში საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.

ნანა მახარაძე "პირველებთან" დეტალურად იხსენებს 9 აპრილის სისხლიან დღეს და რუსეთის შემზარავ სისასტიკეს, რომელიც ისტორიაში სისხლიანი ფურცხლებით შევიდა. 

9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს ყველზე აღმატებული დღეა ჩემთვის. დღე, როცა იდეისთვის და პატრიოტიზმისთვის დაჩეხეს და დაწამლეს ადამიანები, დღე, როცა არ დაიჩოქა საქართველომ და დღე, როცა გაერთიანებულმა ქართველმა ერმა აირჩია თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. 
ეს მოხდა დილის 6 საათზე, როდესაც სახლში დაბრუნებულმა ჩემმა ნათესავმა ბიჭმა მოგვიტანა ამბავი, რომ საოცარი სიტუაცია იყო რუსთაველის გამზირზე. ჩვენ სახლიდან გამოვიპარეთ, ჩვენ თვითონ ავაწყვეთ ეს შავი დროშა. ჯოხზეა უბრალოდ შავი ნაჭერი გადახვეული. ყველას ეგონა, რომ სამფეროვანი დროშა იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს იყო ტრაგიზმის და წუხილის გამომსახველი დროშა. ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილმა ბიჭებმა დაგვიმგზავრეს. კოლონა კოლონას აჰყვა. როგორც ბატონი იური მეჩითოვი იხსენებს, ვაკეში თავისი მეგობრის მანქანით მოძრაობდა, შორიდან დაინახა მომავალი კოლონა და მან ესეთი რაღაცა თქვა - ერთი კადრი შევქმენი და ვიცოდი, რომ ეს კადრი იქნებოდა ისტორიული. იცით როცა ამხელა ისტორიის ნაწილი ხარ, ძალიან დიდი პატივია და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც, ამიტომ როცა დღეს, 36 წლის შემდეგ ვდგავარ აქ, ყველაზე მეტად მინდა ის, რომ ჩვენი ქართველი ხალხი არ იყოს ესე დაყოფილი, არ იდგეს მდინარის სხვდასხვა ნაპირზე და ვიცი, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს", - ამბობს ნანა მახარაძე.