"უნდა დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს და გადაიხედოს უვიზო რეჟიმის პოლიტიკა" - მწვავე დებატები ევროპარლამენტში

მწვავე დებატები ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ - საგარეო კომიტეტის სხდომაზე ევროდეპუტატებმა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე 2024 წლის ანგარიში წარადგინეს. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, ხელისუფლების მიზანი კი ევროკავშირში გაწევრიანება აღარ არის.
ანგარიშის მთავარი მომხსნებელი გავლენიანი პოლიტიკოსი რასა იუკნევიჩიენეა. ევროპარლამენატარი, რომელმაც ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს კიდევ ერთხელ გაყალბებული არჩევნების, ხალხის წამების და რეპრესიების გამო, რეჟიმის და ივანიშივილის სანქცირებისკენ მოუწოდა.
ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახალი, სამართლიანად ჩატარებული არჩევნებია.
- აღნიშნული დოკუმენტი ანგარიშის პირველი სადრაფტო ვერსიია, დიდი ალბათობით, მასში ცვლილებები შევა და რამდენიმე თვეში პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.
26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ განხორციელებული ძალადობა, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და პოლიტიკური რეპრესიების ფონზე რთულია პროგრესზე ისაუბრო. საქართველოს კანდიდატის სტატუსი დე ფაქტო შეჩერებულია. საქართველოთ თვითგამოცხადბეულმა მთავრობამ ყველა გზის გამოყენებით დააშორა საქართველო ევროკავშირს. შეაჩერეს ევროკაშირრთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და იყენებენ მტრულ რიტორიკას ევროკავშირის მისამართით. ამის საპირწოდეთ ათასობით ქართველი აგრძელებს პროეტესტს ქუჩებში ყოველ დღიურ რეჟიმში, იბრძვიან მათი ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული მომავლისთის. ჩვენ ვგმობთ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას, რომლის კულმინაციაც გაყალბებული არჩევნები იყო . ჩვენ უარს ვამბობთ ვცნოთ თვითგამოცხადბეული ქართული ოცნების ხელისუფლება. ჩვენ ვგმობთ მიმდინარე ძალადობას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა ახალი დემოკრატიული გზით ჩატარაბული არჩევნები იქნება. ევროკავშირს ახლა მნიშვნელოვანი როლი აქვს შეასრულებელი. პირველი, ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი და კარგად კოორდინირებული სანქციები წევრი სახელმწიფოების მხრიდან, იმ პირების წინააღმდეგ, რომელიც დემოკრატიის უკუსვლაში არიან პასუხისმგებელნი, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი. მეორე, ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას საქარათელოსთან, მათ შორის უვიზო რეჟიმის პოლიტიკას", - განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.