მოძალადე პოლიციელები პასუხისგებაში მიცემულები არ არიან - ევროპარლამენტარი
დებატები ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე - დღეს ევროდეპუტატებმა პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოში ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე განხორციელებული ძალადობის მიუხედავად, არც ერთ პოლიციელი პასუხისგებაში ამ დრომდე არ მიცემულა.
ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს სასტიკ დარბევებზე და იმ უმკაცრეს ჯარიმებზე, რასა დემონტრანტებს რეჟიმი აკისრებს.
სრულად ვიზიარებ აზრს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი კანონებით, რომელიც ზღუდავს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას და უწესებენ დემონსტრანტებს უმკაცრეს ჯარიმებს . მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს, უზრუნველყონ ეფექტიანი გამოძიება, განსაკუთრებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის საქმეებზე. ძალიან შემაშფოთებელია, რომ მიუხედავად ჟურნალისტების და დემონსტრანტების წიანააღდმეგ განხორციელებული ძალადობისა არც ერთ პოლიციის ოფიცერი პასუხისგებაში არ მიცემულა ამ ძალადობის გამო, მაშინ როცა, დემონსტრანტების ძალადობა და დევნა გაძლიერდა", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მსგავსი სიახლეები
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბებაა, 50 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ჯარიმები იქნება
[საგზაო მოძრაობის წესების] დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.