21 მშვიდობიანი მოქალაქე საბჭოთა არმიამ ბრუტალურად იმსხვერპლა, როცა დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ - ესტონეთის საელჩო
ესტონეტის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - დიპლომატიური უწყება სოციალურ ქსელში წერს, რომ 36 წლის წინ, საბჭოთა არმიამ საქართველოს 21 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ, ბრუტალურად იმსხვერპლა.
ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს 21 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას. 36 წლის წინ, ისინი საბჭოთა არმიამ ბრუტალურად იმსხვერპლა სწორედ მაშინ, როდესაც ანტისაბჭოურ, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ. ტრაგედიიდან 2 წლის შემდგომ, საქართველომ ოფიციალურად აღიდგინა დამოუკიდებლობა!" - წერს ესტონეთის საელჩო სოციალურ ქსელში.