24 საათიანი პროტესტი - სინდისის პატიმრების მშობლებმა რეჟიმის წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს

09.04.25 20:31
24 საათიანი პროტესტი - სინდისის პატიმრების მშობლებმა რეჟიმის წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს

24 საათიანი პროტესტი ცხრა აპრილის მემორიალთან. იქ, სადაც მისვლა ოლიგარქის რეჟიმის მსახურებმა ვერ გაბედეს, სინდისის პატიმრების მშობლებმა და თავისუფლებისთვის მებრძოლმა ადამიანებმა მთელი ღამე გაათენეს.

მათ დღეს რეჟიმის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს. თქვეს, რომ ივანიშვილის გუნდმა 9 აპრილის იდეას უღალატა.

წელს პირველად 9 აპრილის გმირების ფოტოებთან ერთად რუსთაველზე სინდისის პატიმრების ფოტოებიც იყო.  იმ ახალგაზრდების, ვისაც რეჟიმმა ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა არ აპატია და ციხეში უკანონოდ გამოკეტა.

პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების დედები დღეს ივანიშვილის რეჟიმს როდიონოვის ჯარს ადარებდნენ. დედები რომლის შვილებსაც რეჟიმი მრავალწლიანი ციხისთვის წირავს, ამბობდნენ რომ რუსული პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფლება არ იმსახურებს სამშობლოს თავისუფლებისთვის გარდაცვლილებს პატივი მიაგოს.

გმირთა მემორიალთან მისასვლელად ყველასთვის დღეს ერთგვარი ტესტი უნდა გაევლო. დედები სვამდნენ კითხვას - ვინ დაიწყო ომი? საქართველომ თუ რუსეთმა-ვინც გაბედავდა ამ შეკითხვას სწორად უპასუხებდა, ის მემორიალამდე მივიდოდა.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.  

მსგავსი სიახლეები