ბრალი ფბ სტატუსის გამო - რეჟიმი "ტვ პირველის" ოპერატორის წინააღმდეგ

09.04.25 20:48
ბრალი ფბ სტატუსის გამო - რეჟიმი "ტვ პირველის" ოპერატორის წინააღმდეგ

"ტვ პირველის" ოპერატორის დევნა ფეისბუკ სტატუსის გამო - ლაშა ჯიოშვილი ისევ გომელაურის პოლიციელების სამიზნე ხდება. მას  ამჯერად პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. ლაშა ჯიოშვილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი არ აპატიეს, სადაც ჩვენმა ოპერატორმა გომალურის უწყების სავარაუდო გადაცდომა გაასაჯაროვა.

ლაშა ჯიოშვილის სამართალდაღრვევის საქმეზე სანქცირებული სასამართლო ხვალ იმსჯელებს. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, რითი დაისჯება ჯიოშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი სტატუსის გამო - იქნება ეს 60 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა თუ რამდენიმე ათას ლარიანი ჯარიმა. 

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის ეპორტაჟში.