სინდისის პატიმრის დედა: "დღევანდელი დღე შედგა - ვერავინ და ვერაფერი ვეღარ გაგვაჩერებს"

09.04.25 22:19
სინდისის პატიმრის დედა: "დღევანდელი დღე შედგა - ვერავინ და ვერაფერი ვეღარ გაგვაჩერებს"

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, სტუდენტები, პოლიტიკოსები, ხელოვანები და რიგითი ადამიანები იმყოფებიან. 

რეჟიმის ტყვეების მშობლები "პირველებთან" 8-9 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციას აფასებენ და ფიქრობენ, რომ "დღევანდელი დღე შედგა". ოთხ კედელში გამომწყვდეული ზვიად ცეცხლაძის დედა ბრძოლის გაგრძელებასა და მომდევნო ნაბიჯებს აანონსებს.

ჩვენი პირველი განცხადება შედგა. მეორე, მესამეც და მეოთხე ნაბიჯებიც იქნება. ჩვენ ვერავინ და ვერაფერი ვეღარ გაგვაჩერებს, რასაც ვიტყვით, იმას გავაკეთებთ. დღევანდელი დღე შედგა, შედგა ბათუმშიც. ბათუმელებმა ზვიადის ფიცი დადეს მემორიალთან. ბრძოლა ყველგან არის, ბრძოლა არ ჩერდება, გავიმარჯვებთ სახელოვნად". - განაცხადა ნარგიზი დავითაძემ.