რუსეთის სასამართლომ ქართველ მებრძოლს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

09.04.25 22:50
რუსეთის სასამართლომ ქართველ მებრძოლს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ ქართველ მებრძოლს, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, გიორგი გოგლიძეს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა - ამის შესახებ ინფორმაციას TASS რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე მტკიცებით, გიორგი გოგლიძე უკრაინაში "დაქირავებული მებრძოლი" იყო. ის ცხრა წელს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში გაატარებს.