"ოცნების" მხრიდან 9 აპრილის მეორედ მოწყობის მცდელობა იყო - ჩიქოვანი
"რუსები არ უნდა მისულიყვნენ მემორიალთან ე.წ. პატივის მისაგებად, ეს მიზანი შევასრულეთ" - ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა, კახა ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად მიზნის მიღწევისა, დღეს "ქართულ ოცნებას" ჰქონდა მცდელობა, რომ 9 აპრილის ტრაგედია მეორედ მოეწყო - "დილით იქ მობილიზება იყო იმ დონეზე გაკეთებული, რომ აშკარად ემზადებოდნენ".
სცენარი გაწერილია, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს საქართველო რუსეთის ორბიტას... ამ პროცესების ფორსირება მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთს ეჩქარება, ეს პლაცდარმი, რომელიც მას თავისი ჰგონია, რამენაირად გაინაღდოს აქ არსებული ხელისუფლების ხელით. დღევანდელი დღე მაგალითი იყო იმისა, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი 9 აპრილის გაცხადებული მიზანი რაც იყო, ეს მიზანი შესრულებულია, მიღწეულია. ჩვენ ვთქვით, რომ რუსები არ უნდა მისულიყვნენ ამ მემორიალთან ე.წ. პატივის მისაგებად, ეს მიზანი შევასრულეთ. იყო მცდელობა მეორე 9 აპრილი მოწყობისა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. დილით იქ მობილიზება იყო იმ დონეზე გაკეთებული, რომ აშკარად ემზადებოდნენ". - განაცხადა კახა ჩიქოვანმა.
რეჟიმის პატიმრების მშობლებმა თანამოაზრეებთან ერთად ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს. 04:00 საათზე, იმ დროს, როცა 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ჯარმა რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევა დაიწყო, სანთლები დაანთეს და ილოცეს.
გათენების შემდეგ, რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა და პროევროპული აქციის მონაწილეებმა დღე 9 აპრილის მემორიალთან გაატარეს. მათ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არ მისცეს საშუალება, რომ 9 აპრილის მემორიალთან მისულიყვნენ და ყვავილები მიეტანათ.