"დაკავების პროცესში პოლიციელების მხრიდან იყო გინება და მუქარა" - რას ამბობენ პატიმრობიდან გათავისუფლებული ახალგაზრდები
7 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაკავებული მომიტინგეები თავისუფლები არიან - იზოლატორში გამოკეტილიი ახალგაზრდები 48 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გაუშვეს.
ვატო სამხარაძეს და რეზი დუმბაძეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ისინი ამბობენ, რომ იზოლატორში გადაყვანისას პოლიცია მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ასევე ადგილი ჰქონდა მუქარასაც.
ქუჩიდან ამიყვანეს, როცა ჩემი მეგობრის აყენებას ვცდილობდი. მიზეზი არ ჰქონიათ, თუმცა ოფიციალურად მიწერია გინება, წვრილმანი ხულიგნობა და წინააღმდეგობსი გაწევა პოლიციისთვის, არადა არ შემიგინებაი და არც დიდად წინააღმდეგობა გამიწევია. დაკავების პროცესში იყო გინებები. ამავე დროს ძიძგილაობის პერიოდში, სანამ მანქანაში დამსვავდნენ, დაზიანებებიც მაქვს მიღებული. მეუბნებოდნენ,რ ას დგახარო, მე რომ ვცუთრაი, ფულს არავინ მიხდისთქო, შენ არ გიხდიან, მაგრამ სხვებს უხდიანო", - ამბობს ვატო სამხარაძე.
არაფერი არ დაიშავებია, როცა დავინახე რომ დაჭერები დაიწყიო, გავერიდე, თუმცა მაინც გამომყვნენ და ამიყვანეს. გადაყვანის მომენტში იყო მუქარა და გინება. ეს ყველაფერი დაშინების მცდელობა", - აცახდებს რეზი დუმბაძე.
სასამართლოში გადაიყვანეს და ხუთი ათასი ლარით დაჯარიმეს თაზო კვესელავაც. როგორც კვესელავა "პირველებთან" ამბობს, მისი დაკავება უშუალოდ მთაწმინდის განყოფილების უფროსმა განახორციელა.
მოსამართლემ კიდევ ისიც მითრა, რომ მეორე ხუთი ათას ლარიანი ჯარიმაც მელოდება კამერის ჯარიმა. რაც შეეხება ჩემს დაკავებას, ერთ-ერთმა პოლიციელმა გოგონას მწარედ ჩაარტყა ზურშგი, მას შემდეგ პოლიციასთან ჩემი პასუხის იყო მწარე, გამომეკიდა პარლამენტის წინ და დამაკავეს. როგორც ვიცი ეგ პოლიციელი მთაწმინდის განყოფილების უფროსია", - ამბობს კვესელავა.