გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რიცხვი 700-მდე გაიზარდა - პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, რეპრესიები პარლამენტშიც იწყება

10.04.25 12:36
გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რიცხვი 700-მდე გაიზარდა - პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, რეპრესიები პარლამენტშიც იწყება

გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რიცხვი 700-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ცნობილი პროფკავშირებში ჩატარებული ბრიფინგიდან გახდა. 

პროფესიული კავშირის წარმომადგნელების განმარტებით, ციფრები მზარდია, რადგან მათივე ინფორმაციით, პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში რეპრესიების მეორე ტალღა იწყება.

მათივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიები ფართო მასშტაბზე გავა და ბევრ ადამიანს შეეხება. 

დაანონსდა რეპრესიების მორიგი ტალღა პარლამენტის მიმართულებით. ეს არ იქნება მცირე მასშტაბიანი. მოლოდინი გვაქვს, რომ საკმაოდ ბევრ ადამიანს შეეხება რეპრესიები. გასულ კვირას ასევე დაანონსდა კანონმდებლობა, რომელიც შეზღუდვას უფლებადამცველ ორგანიზაციებს. რის საფუძველზეც შეუძლებელი გახდება გათავისუფლებული ადამიანების სამართლებრივი დაცვა". - განაცხადა პროფკავშირის წარმომადგენელმა. 

პროფესიული კავშირის კიდევ ერთი წარმომადგენლის განცხადებით, საჯარო სამსახურებში იმ ადამიანების დაშინება მიმდინარეობს, რომლებიც ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმომწერები არ არიან, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტს კულუარებში გამოხატავენ. 

უკვე მიმდინარეობს დაშინება იმ თანამშრომლებისაც, რომელთაც პეტიციაზე ხელი არ აქვთ მოწერილი, თუმცა კულუარებში გამოხატავს პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს გამოიწვევს საჯარო სამსახურის დაზიანებას და მოქალაქეებსაც შეექმნებათ შემდეგ პრობლემა მომსახურებაზე.

საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, კახი სამხარაძის თქმით, პროფკავშირებმა საჯარო სამსახურის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სარჩელი მოამზადეს და საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს. 

წინა წელს განხორციელდა ცვლილებები. კერძოდ, ეს ეხებოდა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილეების პირდაპირ დისკრიმინაციულ კანონმდებლობას. ეს ადამიანები სისტემამ პოლიტიკური მძევლების როლში ჩააყენა. ყველა პოლიტიკური პარტიის ნება-სურვილზე არიან დამოკიდებული, იქნებიან თუ არა საჯარო სამსახურში." - განაცადა კახი სამხარაძემ.  

მსგავსი სიახლეები