ბრალი ფბ სტატუსის გამო - "ტვ პირველის" ოპერატორის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება პირველ მაისამდე გადაიდო
ბრალი ფბ სტატუსის გამო - "ტვ პირველის" ოპერატორის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება პირველ მაისამდე გადაიდო.
გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით პაპუაშვილმა მიიღო.
სწორედ პირველ მაისს გადაწყდება გაუშვებენ 60 დღით პატიმრობაში ლაშა ჯიოშვილს თუ გამოუწერენ ჯარიმას.
შსს-მა ბოლო ორი თვის მანძილზე იმდენი მოახერხა, რომ მცდელობა იყო წამლის ჩადების, ასევე მანქანის ჩამორთმევის და ახლა უკვე გადავიდნენ ჩემს სივრცეში შემოჭრაზე, სადაც შსს-ს ვაყენებ თურმე შეურაცხყოფას, თუმცა ამ ვიდეოში. თუმცა იქ აღბეჭდილია პატრულის მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშუალი, რაზეც მათ რეაგირება არ ჰქონიათ. ეს არის შერჩევითი სამართალი", - ამბობს "ტვ პირველის" ოპერატორი.
"ტვ პირველის" ოპერატორს პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. ლაშა ჯიოშვილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი არ აპატიეს, სადაც ჩვენმა ოპერატორმა გომალურის უწყების სავარაუდო გადაცდომა გაასაჯაროვა.