სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს - პერფორმანსი თბილისის წიგნის ბაზრობაზე

10.04.25 20:43
 სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს - პერფორმანსი თბილისის წიგნის ბაზრობაზე

მზია სინდისის პატიმარია - ამ წარწერას თბილისის წიგნის ბაზრობაზე ყველა სტუმარი ნახავს, დამოუკიდებელი მედიის სტენდი წიგნის ასოციაციამ სპეციალურად თავისუფალი მედიის მხარდაჭერად გამოყო. მედიის კუთხე იმისთვის შეიქმნა, რომ დავფიქრდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა დღეს.

სტენდი წიგნის ბაზრობით დაინტერესებულ ადამიანებს ახსენებს, რომ მედიის წინააღმდეგ რეჟიმმა რეპრესიული კანონები აამოქმედა და რომ არა დამოუკიდებელი მედია ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ამბავს საზოგადოება უბრალოდ ვერ გაიგებდა. ჟურნალისტური ვიდეო მასალების ნახვა სტენდთან ყველას შეუძლია, ისევე როგორც მკითხველს საშუალება ეძლევა, საკუთარი მხარდამჭერი შეტყობინებები დატოვონ ბანერზე.

მაისის ტრადიციულ წიგნის საერთაშორისო ფესტივალში წელს 25-მდე გამომცემელმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა,  გამომცემლები, რომლებმაც გამომცემელთა ასოციაციას აგენტების რეესტრში დარეგისტრირების მცდელობა არ აპატიეს და ორგანიზაცია დატოვეს, დღეიდან 13 აპრილის ჩათვლით მკითხველს ექპო ჯორჯიაში ხვდებიან, მთავარი ლოზუნგია -  „წიგნებით თავისუფლებისთვის“, ახლად დაარსებული წიგნის ასოციაციის ბაზრობის მთავარი სათქმელი სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლაა.

სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს - გვანცა ჩხიკვაძე დეტალებით