ჩვენი მთავარი მტერი რუსეთია და უამრავი მოღალატე გვყავს, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ -მამუკა ცუცქირიძე

10.04.25 22:31
ჩვენი მთავარი მტერი რუსეთია და უამრავი მოღალატე გვყავს, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ -მამუკა ცუცქირიძე

მხატვარი მამუკა ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანაში პროტესტი გაგრძელდეს, თუმცა ეს უკვე თითოეულ ადამიანზე უნდა გადავიდეს და ყველამ უნდა გამოძებნოს ფორმა, როგორ გამოხატოს ეს პროტესტი.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, საზოგადოების მთავარი მოთხონებიც კი: პოლიიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა, უკევ სხვა ფაზაში უნდა გადავიდეს.

პროტესტი უნდა გაგრძელდეს, გადავიდეს თითოეული ადამიანის პროტესტზე, აი, ყოველ დილას რომ იღვიძებს ადამიანი, უნდა თქვას, მე არასდროს შევეგუები და გამოვძებნი ფორმას, რომ გამოვხატო პროტესტი. ჩვენ უამრავი მაგალითები გვაქვს ჩვენი გმირების, რომლებიც ბრძოლაში დაეცნენ და ასევე გვყავს უამრავი მოღალატე, რომელიც დღეს სახეზეა, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ. ჩვენი მთავარი მტერი რუსეთია და ისინი, ვინც მათ დავალებებს ასრულებენ მათი მსახურები არიან. ისინიც არიან ერთგვარი ამ მსახურების მძევლები და მათთან ჩვენი მოთხოვნები, რომ გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, არჩევნები დანიშნონ, ესენიც უკვე მგონია, რომ სულ სხვა ფაზაში უნდა გადავიდეს,- განაცხდა ცუცქირიძემ. 

მსგავსი სიახლეები