უწყვეტი პროტესტის 134-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
უწყვეტი პროტესტის 134-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები.
პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოგვიანებით მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
ფოტო არქივიდან