"ყველა თაობას ჩვენი ბრძოლა გვაქვს მოსაგები" - სტუდენტები დედა ენის დღეს საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ

მზადება ახალი საპროტესტო დღისთვის - ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად ქუჩებში სტუდენტების დემონსტრაცია გაიმართება. 14 აპრილს, დედა ენის დღეს, ახალგაზრდები ისტორიული მარშრუტის გავლას აპირებენ თსუს პირველი კორუსიდან პარლამენტამდე. ევროპული მომავლის მცველები ხმაურით გეგმავენ, რეჟიმი შეაწუხონ და ციხეებში უკანონოდ გამოკეტილ მათ თანამებრძოლებს სოლიდარობა გამოუცხადონ.
სტუდენტები ამბობენ, რომ ივანიშვილის მთავრობა ისეთი ქართული სიტყვების მიტაცების ცდილობს, როგორიც არის "ოცნება", "მშვიდობა", "ღირსება", რის უფლებასაც რეჟიმს არ მისცემენ. ამბობენ, რომ ისეთ მშვიდობა სურთ, რომელიც სამართლიანობაზე იქნება დაფუძნებული.
14 აპრილს, როგორც ვიცი, მარშს მიუძღვებოდა 18 წლის თამარი, რომელიც იდგა პოლიციის მანქანაზე რუპორით ხელში და ეს მან გააკეთა დახვრეტის შიშით და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ახლა შეგვეშინდეს დაჭერის, ჯარიმის, მაშინ, როცა ჩვენმა წინა თაობებმა გაცილებით უფრო დიდი შიში გადალახეს და დაიცვეს ის, რაც უნდა დაეცვათ. ამიტომ, 14 აპრილს 19:00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში უნდა შევიკრიბოთ ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები და გავიმეოროთ ის სტორიული მარშრუტი თსუ-დან პარლამენტამდე და გავიხსენოთ მათი ბრძოლა. ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ ყველა თაობას საკუთარი ბრძოლა აქვს მოსაგები საქართველოში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თაობაც არ იქნება გამონაკლისი და შემიძლია ვთქვა, რომ უკვე რაღაც ჩვენმა თაობაც გააკეთა და ბრძლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, - ამბობს ახალგაზრდა.
14 აპრილს სტუდენტების გვერდით იდგებიან სინდისის პატიმრების დედები და მამებიც. პროტესტში მონაწილეობას მიიღებენ პროფესორ-მასწავლებლებიც და რიგითი მოქალაქეებიც.
საბჭოთა კავშირის ნგრევა დავიწყეთ ჩვენ, როცა ვიყავით სტუდენტები და ჩვენც, უფროსი თაობაც აუცილებლად უნდა შევუერთდეთ ამ მსვლელობას, იმიტომ, რომ აქ საუბარია ჩვენს ენაზე, ქართულე ნაზე, 78 წელს რუსებს რომ უნდოდათ, წაერთმიათ ჩვენთვის, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. ახლაც იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ, ახლაც რუსებს ვებრძვით და ახლაც იგივეს აკეთებენ, გვიყალბებენ ისტორიას, გვართმევენ საქართველოს, ჯამშ, მივალთ იქამდე, რომ ქართულ ენას წაგვართმევენ და ა.შ. ყველანი უნდა შევუერთდეთ 14-შ სტუდენტებს, - ამბობს მსახიობი კახა გოგიძე.
დღეს ზუსტად 15:00 საათზე გავიგებთ, რა გეგმა აქვთ ახალგაზრდებს.