უვნებელია თუ არა დახლებზე განთავსებული რძე და რძის პროდუქტები - რას ამბობს სეს-ის დირექტორი

11.04.25 14:20
უვნებელია თუ არა დახლებზე განთავსებული რძე და რძის პროდუქტები - რას ამბობს სეს-ის დირექტორი

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურიშვილი აცხადებს, რომ დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ჩეკურიშვილის თქმით, ყველა პარტია, რომელიც იმპორტირებული სხვადასხვა ქვეყნებიდან, შემოწმებული იქნება, კერძოდ, ჩაყენებული იქნება “ორმაგი ფილტრი.

მისივე განმარტებით,  ბაზრიდან სრულად არის ამოღებული ”სოფლის ნობათის” ის პარტია, რომელშიც აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა.

კომპანია “სოფლის ნობათის” რძის კონკრეტულ პარტიებში დაფიქსირებულ აფლატოქსინებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმოქმედა საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის შესაბამისად. დარღვევის გამოვლენისთანავე მყისიერად მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია, კომპანიასთან ერთად დაიწყო სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული ამ პარტიის ამოღება.

დღეს, ეს პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სრულად არის ამოღებული. არის კითხვები, დახლებზე არსებულ პროდუქტებზე. მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი ისე იმპორტირებული არის სტანდარტებთან შესაბამისი, უვნებელია და რისკს არ შეიცავს,- აღნიშნავს ზურაბ ჩეკურაშვილი.

ცნობისთვის, იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა, შედეგად პროდუქტის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა განხორციელდა. „აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა. 

მსგავსი სიახლეები