"პროკურატურა" მიბარებს წულუკიანთან რატომ არ მიხვედიო - ჯაფარიძე

11.04.25 16:02
 "პროკურატურა" მიბარებს წულუკიანთან რატომ არ მიხვედიო - ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი,  ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურაში დაიბარეს.

ახლა "პროკურატურა" მიბარებს წულუკიანთან რატომ არ მიხვედიო. მერე "სასამართლო" დამიბარებს პროკურატურაში რატომ არ მიხვედიო", - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, წულუკიანი ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე დღეს დაბარებულები იყვნენ "ერთიანობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია და "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ოცნების" პარლამენტში არ გამოცხადდა

მსგავსი სიახლეები