პროკურატურამ, მოდი და გაგვესაუბრე, წულუკიანს რად არ ეახლეო - გვარამია

11.04.25 16:06
პროკურატურამ, მოდი და გაგვესაუბრე, წულუკიანს რად არ ეახლეო - გვარამია

წულუკიანის ე.წ. კომისიაზე არ მისვლის გამო, კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერი ნიკა გვარამია პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

პროკურატურამ, მოდი და გაგვესაუბრე, წულუკიანს რად არ ეახლეო", -წერს ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის, წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე დღეს დაბარებულები იყვნენ: "ერთიანობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია და "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ოცნების" პარლამენტში არ გამოცხადდა.