გვაქებს მედვედევი და ORT, ეს "ოცნების" მიღწევაა - ხარშილაძე

11.04.25 17:14
გვაქებს მედვედევი და ORT, ეს "ოცნების" მიღწევაა - ხარშილაძე

ფსბ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სკანდალური ინტერვიუ - სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღედეს ბუტკოვის განცხადებები, "ოცნების" ქმედებები და გადაწყვეტილებები სწორედ ამაზე მიუთითებენ და დღეს რომ "მედვედევი და ORT გვაქებს", ხარშილაძის თქმით, სწორედ ივანიშვილის და მისი გუნდის დამსახურებაა.

ის, რომ ევროპას დაგვაშორა, ეს ფაქტია. ნუ შეთანხმდნენ, დასხდნენ თუ თავისით მოხდა თუ ორივე ერთად, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ რეალურად დღეს სამწუხაროდ გვაკრიტიკებენ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი კრიტიკა უწევთ, ამას აკეთებენ კრიტიკით და აღნიშნავენ კიდევაც და გვაქებს მედვედევი და ORT. ეს არის "ქართული ოცნების" მიღწევა და მერე რამდენადაც არ უნდა გჯეროდეს და კონსპირაციულად არ უნდა ჟღერდეს ბუტკოვის მსგავსი განცხადებები, ლოგიკა ამაში არის და ფაქტებიც ამას ადასტურებს", - ამბობს ხარშილაძე. 

გენადი გუდკოვი Euroscopenews-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ივანიშვილსა და პუტინს შორის შეთანხმება არსებობდა, რომლის პირობებიც პუტინმა შეასრულა, ახლა კი ივანიშვილს აქვს ვალდებულება. 

ამასთან როგორც გუდკოვი თამარ ნუცუბიძესთან ინტერვიუში ამბობს, მას მაღალჩინოსნებისგან მოუსმენია იმის შესახებ, რომ  ივანიშვილის მმართველობის საქართველოში ФСБ-ს მაღალი რანგის ოფიცრები მუდმივად იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები