ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა - "ბათუმელების" ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, ორთაბათუმში მოხდა.
მათი ინფორმაციით, ავარია სოფლის სკოლასთან ახლოს მოხდა, ბავშვს ავტომანქანა ქუჩაში დაეჯახა.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.