თბილისის ოთხი ბაღიდან სტაჟიანი დირექტორები გაუშვეს - ვის უთავისუფლებს რეჟიმი პოზიციებს?
პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო მოდებაძე თბილისის ნომერ პირველ ბაღში ნათია ტუსიაშვილის ადგილს მას შემდეგ იკავებს, რაც ტუსიაშვილი ბაღიდან რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გაათავისუფლეს. ტვ პირველმა დაადგინა, რომ ნინო მოდებაძე ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ძმის, არჩილ მამაცაშვილის მეუღლეა. მოდებაძე ვერ გვპასუხობს, რა მიზეზით გაათავისუფლეს დირექტორი ტუსიაშვილი პოსტიდან, რის გამოც მისი პოსტი თავად დაიკავა
ნინო მოდებაძესგან ვიგებთ, რომ ბაღში მონიტორინგი შევიდა, თუმცა რას მიაკვლია მონიტორინგმა ისეთს, რასაც დირექტორის პოსტი შეეწირა, მამაცაშვილის მეუღლემ არ იცის.
"პირველების" ინფორმაციით, ამავე ბაღიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს 12-მდე თანამშრომელი, ვინც აქციებზე დადიოდა. ნომერ პირველ საჯარო ბაღის მმართველად, სავარაუდოდ, ახლა ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფ კადრს ამზადებენ და ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთ მსურველი კალათბურთელი პოლიტიკოსის, ვიქტორ სანიკიძის სიდედრი - იოლანდა ბიწაძე-ოდიშარიაა.
სანიკიძის სიდედრი იოლანდა ბიწაძე ოდიშარია ახლა პირველი საჯარო ბაღის დირექტორის მოადგილეა. ამტკიცებს, რომ დირექტორობა არ სურს. გამოდის, რომ ნათია ტუსიაშვილის გათავისუფლების შემდეგ ბაღის სათავეში ივანიშვილის რძალი და ვიქტორ სანიკიძის სიდედნი მოექცნენ. სანიკიძეების ოჯახიც ივანიშვილებთან მჭიდრო კავშირში არიან, ვიქტორ სანიკიძის ბავშვის ნათლია ბერა ივანიშვილია.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხივაძის რეპორტაჟში.