14 აპრილი 19:00 საათი - სტუდენტები დიდი მარშისთვის ემზადებიან
შეხვედრის დრო და ადგილი ცნობილია. 14 აპრილს, 19:00 საათზე დიდი სტუდენტური აქცია იგეგმება. შეკრება სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოშია დაგეგმილი. ერთიანდებიან მშვიდობისთვის, რომელიც სამართლიანობას დაეფუძნება, ერთიანდებიან რეჟიმის ტყვეებისთვის, თავისუფალი არჩევნებისა და ხმის უფლებისთვის. ერთიანდებიან ზუსტად ისე, როგორც 47 წლის წინ ქართული ენისა და სამშობლოს გამარჯვებისთვის.
სტუდენტები ისტორიული მარშრუტის გამეორებას დედა ენის დღეს გეგმავენ. ამ დღეს უფრო ხმამაღლა იტყვიან, რომ ოლიგარქის რეჟიმი ცდილობს, წაართვას ხალხა ქართული ენის ისეთი ცნებებ,ი როგორიც არის "ოცნება", "იმედი", "ღირსება", "მშვიდობა". ივანიშვილის მსახურებს ახალგაზრდები ამის უფლებას არ მისცემენ და სწორედ ამიტომ იწყებენ ბრძოლას იმისთვის, რომ სიტყვებს მნიშვნელობა დაუბრუნონ.
ზუსტად 3 დღეში ამ დროს ახალგაზრდების გვერდით სინდისის პატიმრების მშობლების იდგებიან. იმ ახალგაზრდების, ვინც 4 კედელში ივანიშვილმა და მისმა მსახურებმა გამოკეტეს. შვილების ნაკვალევზე მშობლები იწყებენ სიარულს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.