თემურ ჩხეიძის სახელოსნო ლიკვიდირებულია - ხელოვანები რეჟიმს შურისძიებაში ამხელენ
პარადოქსია, როდესაც თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ის ადამიანები ხურავენ, რომლებიც მთელი ცხოვრება მას ციტირებენ - ასე აფასებენ რეჟიმის მსახურების ცინიკურ და მოღალატეობრივ ნაბიჯებს კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ხელოვანებისათვის ეჭვგარეშეა, რომ „ქართული ოცნება“ ამ ფორმით ყველაზე თავისუფალი ადამიანების მარწუხებში მოქცევასა და დასჯას ცდილობს.
თემურ ჩხეიძის სახელოსნოს დახურვა ერთდროულად ეპოქის დასასრული და ახალი ბრძოლის დასაწყისია. მისი მოსწავლეები, მსახიობები, რეჟისორები თუ დრამატურგები დანებებებას არ აპირებენ. პარალელურად, კი ყველაფერს თავის სახელს არქმევენ და კულტურის სფეროს მოხრჩობის მცდელობაში თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას ამხელენ.
სახელოსნო 2014 წელს სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე დაარსდა. თემურ ჩხეიძის პრინციპული არჩევანის თანახმად, ცენტრში ხელოვანებს უფასოდ უნდა ესწავლათ, რაც სახელმწიფოს მხარდაჭერას მოითხოვდა. სწორედ ამიტომ, ცენტრი ფორმალურად თეატრალურ უნივერსიტეტს, ფინანსურად კი კულტურის სამინისტროს ექვემდებარებოდა.
სახელოსნოს საქმიანობით 11 წლის მანძილზე უნივერსიტეტი პირველად დაინტერესდა, თანაც ისე, რომ პირდაპირ ლიკვიდაციის განაჩენი გამოუტანა. შედეგად, შრომითი ხელშეკრულება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე 24 თანამშრომელს შეუჩერდა, მიმდინარე და მომავალი სეზონებისთვის დაგეგმილი 20-მდე პროექტი კი გაუქმდა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.