5 მლნ ჩანგრეული გზის აღდგენისთვის - შეიძლებოდა თუ არა მასშტაბური ნგრევის თავიდან აცილება?
დოკუმენტში, რომელიც 8 აპრილით არის დათარიღებული, ვკითხულობთ, რომ მერიას სანაპიროზე დაზიანებული კედლის შესახებ ინფორმაცია 1 აპრილს უკვე ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, მინიმუმ, 8 დღით ადრე სამუშაოების დაწყება შესაძლებელი იყო. არადა, მოსახლეობა დახმარებას თვეებით ადრე ითხოვდა, იქამდე, ვიდრე მერიის სამსახურები უკვე ჩამონგრევის პირას მისულ გზაზე შესწავლას დაიწყებდნენ. მასშტაბური ნგრევის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუმცა ახლა შედეგი დამდგარია, რაც იმას ნიშნავს, რომ კალაძე ახლა კომპანიას ეძებს, რომელსაც ბიუეჯეტიდან 5 მილიონს გადაუხდის.
მარცხენა სანაპიროზე გზის საფარი თვეებია დაზიანებულია, ტერიტორია კი დიდუბის გამგეობას ეკუთვნის. მაშინ, როდესაც ხალხი შველას და დახმარებას ითხოვდა, ადგილზე ვითარების შესწავლის მიზნით არავინ მისულა. არადა, მერიას დროული რეაგირება რომ მოეხდინა, ტენდერი გამოეცხადებინა, ზარალიც შემცირდებოდა და ბიუჯეტიდან 5 მილიონის გადახდა აუციელებელი აღარ იქნებოდა.
ირკვევა, რომ ნგრევის შედეგად დაზიანდა გზის დამჭერი საყრდენი კედელი, გზის სავალი ნაწილის პირველი ზოლი და დეფორმირდა ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მილიონები ასჭირდება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დაგვიანებული რეგირების ან არასწორად შესრულებული სამუშაოეების გამო ბიუეჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება, რაც კორუფციის ეჭვებს აჩენს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.