"წავალ სასამართლოში" - ნინო ზაუტაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ნინო ზაუტაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს - მრავალწლიანი სტაჟის მქონე ჟურნალისტი აცხადებს, რომ დანებებას არ აპირებს და საქმეს სასამართლოში წაიღებს.
ნინო ზაუტაშვილის შეფასებით, მისი სამსახურიდან დათხოვნა შურისძიებაა.
შემხვდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ელენე მიხაილოვა, თამარ შუბლაძე. მე მინდა, რომ ისტორიამ ეს სახელები დაიმახსოვროს. მითხრეს, რომ თქვენთან თანამშრომლობის რესური ამოიწურაო. მოკვლევა დასრულდაო, მე მოკვლევის შედეგებს ველოდები, მივიღებ მეილზე და შემდეგ წავალ სასამართლოში. მე მათთვის ბევრი რამ დამრჩა სათქმელი. ახლა გაცილებით თავისუფალი ვარ. გაცილებით მეტი რამის თქმა შემიძლია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების, იყო საზოგადოების და იქნება საზოგადოების. იყო თუ არა ეს შურისძიება, ამას სასამართლო დაადგენს. ჩემთვის ეს შურისძიება იყო." - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს გათავისუფლების მიზეზად დისციპლინარული მოკვლევა დაუსახელეს.
ცნობისთვის, ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ.