საშვი, ახალი შენობიდან ძველ შენობამდე მოსვლას რა დროც დასჭირდა, ზუსტად იმ დროში გამიუქმეს - ზაუტაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ნინო ზაუტაშვილი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ პირველი არხის შენობაში შესასვლელი საშვი გაუუქმეს.
"აქ რომ მოვედი, ტელეფონის დასატენად მინდოდა შესვლა და აღმოჩნდა, რომ საშვი აღარ მუშაობს" - აღნიშნავს ჟურნალისტი.
5 საათზე დამირეკა ეიჩარმა და მითხრა, რომ 7-ს რომ 15 წთ დააკლდებოდა უნდა ვყოფილიყავი ახალ შენობაში. 7-ის ნახევარზე ვასკა იყო დაბარებული [ივანოვ-ჩიქოვანი]. გასაგები იყო, რომ 15 წუთიანი ბიჯებით გვეტყოდნენ, რომ კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობაც არ გვითხრეს. 40 წელი თურმე არც რეპუტაციისთვის გვიზრუნია ამ ტელევიზიის და არაფერი.
ეს საშვი, რომელიც უკვე 40 წელია მაქვს, ახალი შენობიდან ძველ შენობამდე მოსვლას რა დროც დასჭირდა, ზუსტად იმ დროში გამიუქმეს. აქ რომ მოვედი, ტელეფონის დასატენად მინდოდა შესვლა და აღმოჩნდა, რომ საშვი აღარ მუშაობს". - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს გათავისუფლების მიზეზად დისციპლინარული მოკვლევა დაუსახელეს.
- ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ.