გიორგი სანდუხაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

11.04.25 22:30
გიორგი სანდუხაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გიორგი სანდუხაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ახალგაზრდას ექინოკოკის უიშვიათესი ფორმა აქვს და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ: საქართველოს ბანკი - GE33BG0000000101172380, თიბისი ბანკი - GE62TB7477945066300001.

გთხოვთ მიშველეთ, არ ჩაიქნიოთ ხელი ჩვენს ოჯახზე, გევედრებით მაპატიეთ, მაპატიეთ რომ კიდევ ერთხელ! ესეთი პოსტის წაკითხვა გიწევთ. მაგრამ იმისთვის რომ მე და ჩემი ოჯახი გადარჩეს სხვა გზა არ მაქვს. იყო დრო როცა ჩემ დაბადებისდღეს ველოდებოდი რომ აღმენიშნა და მეგობრებთან ერთად მეხალისა ეხლა 14 აპრილი ჩემთვის ერთი ჩვოულებრივი დღეა, როდესაც ვიცი რომ გავიღვიძებ და ისევ ამ მძიმე რეალობაში ვიქნები იმ რეალობაში სადაც მძიმე ფიზიკური მდგომარეობა მაქვს და არ ვიცი ჩემს დაბადებისდღეს ტირილში გავატარებ ტკივილის გამო თუ ნაკლები ტკივილი მექნება და შევძლებ ნორმალურად სიარულს.

ჩემი მდგომარეობა ალბათ ბევრმა იცით უკვე მაქვს ექინოკოკის უიაშვიათესი ფორმა,რომელიც გამოხატულია ხერხემალში და აქვს მალის ძვალი დაშლილი და კისტები გასულია ზურგის ტვინში.

რამდენიმე თვის წინ თქვენი ხალხის და ღვთის წყალობით წავედი საზღვარგარეთ, სადაც გამომიკვლიეს ყველაფერი და დამინიშნეს მკურნალობა და ოპერაციაზე პირველ ეტაპზე უარი მითხრეს რადგან ძალიან მაღალი იყო რისკები რის გამოც არ გააკეთეს ოპერაცია და პირველ ეტაპზე უნდა მომხდარიყო კისტების ქიმიურად შემცირება. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მქონდა ქიმიური მედიკამენტით მკურნალობა დანიშნული და რათქმაუნდა სავარაუდოდ შედეგი გამოიღო დარწმუნებით სანამ იქ არ ჩავალ ვერ მეტყვიან მაგრამ გაუსაძლისი ტკივილებმა ცოტა მოიკლო მაგრამ გრძელდება მაინც და გაჩნდა კისტების ახალი კერა. ალბათ ყველამ იცით რამდენიმე რამე გამოვიარეთ ერთმა ოჯახმა და ერთმანეთს ვაძლიერებთ ყოველდღე რომ ეს ყველაფერი ოდესმე დამთავრდება და ყველა კარგად ვიქნებით. ამ ეტაპზე ისევ მჭირდება საზღვარგარეთ წასვლა რომ მოხდეს მდგომარეობის შეფასება თავიდან ამ ქიმიური მედიკამენტების მკურნალობის შემდეგ და მოხდეს შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ჩატარება და დამთავრება ამ ჯოჯოხეთის, სხვა შემთხვევაში არსებობს ძალიან მძიმე გართულების რისკები.

მხოლოდ ჩემი თავი რომ იყოს ისეთ მდგომარეობაში ვარ ფსიქოლოგიურად რომ ალბათ არც მოვინდომებდი კარგად გახდომას და ხელს ჩავიქნევდი მაგრამ ჩემი ძმა, რომელსაც ყველაზე მეტად ვჭირდები და დედა რომელიც ამდენი წელია იბრძვის ჩვენთვის მისი შვილებისთვის ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას რომ დავნებდე და ჩავჯდე ეტლში ან გადავატანინო შვილის გარდაცვალება რასაც ვიცი რომ ვერ გაუძლებს. ვინც იცის პანიკური შეტევა რა არის ის ადამიანები მიხვდებიან ჩემთვის რა ძნელია ამ პოსტის დაწერა და მერე თვითმფრინავში ჩაჯდომა და სხვა ქვეყანაში წასვლა რადგან ალბათ მაგაზე ცუდი შეგრძნება არ არსებობს და ჩემთვის საზღვარგარეთ გამგზავრება არის ჯოჯოხეთის ტოლფასი.

გთხოვთ, გააზიარეთ პოსტი დამეხმარეთ რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს.

საქართველოს ბანკი, მიმღები: თამარ იარაჯული, #GE33BG0000000101172380

თიბისი ბანკი, მიმღები: ავთანდილ ნიშნიანიძე, #GE62TB7477945066300001". - წერს გიორგი სანდუხაძე.

მსგავსი სიახლეები