"ანწუხელიძე უკვდავია" - მოქალაქეების პროტესტი წულუკიანის სახლთან
თეა წულუკიანის განცხადებით გაბრაზებულმა მოქალაქეებმა გუშინ ღამით ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სახლთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა წულუკიანს სახლთან დიდი პლაკატი მიუტანეს წარწერით -"ანწუხელიძე უკვდავია".
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ გომელაურის უწყების თანამშრომლები.
თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა.
წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.