წულუკიანის სკანდალურ განცხადებას მოქალაქეები პროტესტით უპასუხებენ - დღეს დედაქალაქი ქუჩაში გამოდის

12.04.25 10:39
წულუკიანის სკანდალურ განცხადებას მოქალაქეები პროტესტით უპასუხებენ - დღეს დედაქალაქი ქუჩაში გამოდის

გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, პარლამენტთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დაიგეგმა - დღეს დედაქალაქი ქუჩაში გამოდის .

მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან 15:00 საათზე შეიკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ნარატავი აგვისტოს ომის გმირებთან და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან მიმართებით, ყოველგვარ ზღვარს სცდება“. მათივე თქმით, ანწუხელიძის მიმართ „ქართული ოცნების“ შეურაცხყოფას საზოგადოება არ აიტანს.

ეს განცხადება არის ერთი-ერთში საბჭოთა ოკუპანტების მოკავშირის მამია ორახელაშვილს განცხადებასთან, რომლითაც ის იუნკრების სიკვდილს უკავშირებდა არა მათ, ვინც მოკლეს რუსებს, არამედ უკავშირებდა საქართველოს პოლიტიკას. ეს რბილად, რომ ვთქვათ ამაზრზენი განცხადებები და გმირების ასეთი უპატივცემულობა არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ადრე ატარებდა სერგო ორჯონიკიძე, დღეს ატარებს "ოცნება".

მნიშვნელოვანია, რომ დღეს 15:00 საათზე პარლამენტის უკან ვიყოთ ბევრი და გავაგონოთ ყველას ჩვენი ხმა, რომ ანწუხელიძე უკვდავია", - ამბობს ვადო მაჭავარიანი.

თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა. 

წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.