ანწუხელიძე წელში გადაამტვრიეს სამშობლოს სიყვარულისთვის, მის სიკვდილს უაზროს ეძახიან, როდესაც მათი მთელი სიცოცხლე უაზროა - გოგიძე

12.04.25 11:19
ანწუხელიძე წელში გადაამტვრიეს სამშობლოს სიყვარულისთვის, მის სიკვდილს უაზროს ეძახიან, როდესაც მათი მთელი სიცოცხლე უაზროა - გოგიძე

"ანწუხელიძე, რომელიც წელში გადაამტვრიეს სამშობლოს სიყვარულის გულისთვის, მის სიკვდილს ეძახიან უაზროს, როდესაც მათი მთელი სიცოცხლე და ცხოვრების  წესია უაზრო", - ასე ეხმაურება მსახიობი კახა გოგიძე, გუშინ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით.

გოგიძეს თქმით, "ოცნება" ხელისუფლებაში იმიტომ მოვიდა, რომ საქართველო რუსეთს ჩააბარონ. 

" მათ, უყვართ ღალატი, მათი მოდგმაა ესეთი, მათი გენეტიკაა ესეთი" - ამბობს მსახიობი. 

ესენი ის ხალხია, რომელიც იმ ასი ათას მოწამე ქართველზე იტყოდნენ იმ დროს, რომ რა მოხდა ნუ დაადგით ფეხი, უაზრო მსხვერპლია. იმ გარეჯელ 6 000 ბერზეც მაგას იტყოდნენ. ამათგან გასაკვირი არ არის, ესენი ( "ქართული ოცნება") მაგიტომ მოვიდნენ, რომ საქართველო ჩააბარონ რუსეთს. ანწუხელიძე, რომელიც წელში გადაამტვრიეს სამშობლოს სიყვარულის გულისთვის, მის სიკვდილს ეძახიან უაზროს, როდესაც მათი მთელი სიცოცხლე და ცხოვრების ეს წესია უაზრო საერთოდ. მათ, უყვართ ღალატი, მათი მოდგმაა ესეთი, მათი გენეტიკაა ესეთი. მე არ გამკვირვებია ეს განცხადება, უარესებს მოვისმენთ", - ამბობს კახა გოგიძე.

თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა. 

წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.