ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ უმძიმესი სანქციებით აგონ პასუხი მათ, ვინც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი უსირცხვილოდ გაათავისუფლეს - ბასილაია

12.04.25 11:41
ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ უმძიმესი სანქციებით აგონ პასუხი მათ, ვინც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი უსირცხვილოდ გაათავისუფლეს - ბასილაია

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და ნინო ზაუტაშვილის სასამხურდიდან გათავისუფლებას უკანონოს უწოდებენ ბორდის წევრები.

როგორც ლიკა შავგულიძე-ბასილაიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ ბრიფინგზე გაანცხადა, ყველა ბერკეტს აგმოიყენებენ, რომ უმძიმესი სანქციებით აგონ პასუხი მათ, ვინც აღნიშნული გგადაწყვეტილება მიიღეს.

მაუწყებლის მენეჯმენტი უნდა ამაყობდეს ამ თანამშრომლებით, რომელიც ასე გაწირა და ასე უნამუსოდ მოექცა მათ - ამბობს ბასიალაი.

მენეჯმენტის გუშინდელი გადაწყვეტილება არის პრაქტიკულად უკანონო, არის მიკერძოებით მიღებული, არის უსამართლო, მიკერძოებული, არაპროფესიონალური, არის რეჟიმის სამსახურში მყოფი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სხვა ნორმალურ პირობებში პირიქით საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი უნდა ამაყობდეს ამ თანამშრომლებით, რომელიც ასე გაწირა და ასე უნამუსოდ მოექცა მათ. მე პირადად, როგორც ბორდის წევრი ვაპირებ, რომ ყველა ჩემს ხელთ არსებული ბერკეტი გამოვიყენო, რომ ხალხი, ის ადამიანები კონკრეტულად თინათინ ბერძენიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე და სხვები ვინც ე.წ. მოკვლევა ჩაატარა და ესეთი უსამართლო და ცილისწამებაზე დაფუძნებული ე.წ. დასკვნა გამოიტანა, რომლის საფუძველზე ეს ხალხი სამსახურიდან ასე უსირცხვილოდ გაათავისუფლეს, ყველა ჩემს ბერკეტს, კონტაქტებს და საშუალებას გამოვიყენებთ, რომ ამ ხალხმა პასუხი აგოს უმძიმესი სანქციებით პირველ რიგში. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს, როგორ შევძლებთ ამ ხალხის სამართლიანად და სამართლებრივად დასჯას, პასუხისგებაში გადაცემას, როდესაც ამის დრო მოვა, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის ღალატისთვის და თვითონ ტელევიზიის და არხის რეპუტაციის და სახელის შელახვისთვის და მომავლის მოსპობისთვის. იმიტომ რომ ეს არხი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს და იმის გამო, რომ ხალმა პროტესტი გამოთქვა, რომ სათანადოდ არ შუქდებოდა ნოემბრის და დეკემბრის დასაწყის მოვლენები და პეტიცია მოამზადა იმის თაობაზე და ბევრმა ხელი მოაწერა იმას, რომ თანამშრომლები აპროტესტებდნენ ირაკლი კობახიძის სამარცხვინო განცხადებას, რომ ჩვენ საქართველო ვაჩერებთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, იმის გამო, რომ რუსულ რეჟიმს ასე მოუნდა. ეს გააპროტესტა ხალხმა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ხალხმა პასუხი აგოს", - ამბობს ლიკა ბასილაია.

ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს გათავისუფლების მიზეზად დისციპლინარული მოკვლევა დაუსახელეს.

  • ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ.