“ჰაერი ლურჯი აბრეშუმია” ციურიხში და ქართველი სინდისის პატიმრების სოლიდარობა შვეიცარიის ფესტივალზე
შვეიცარიაში ფესტივალი “ხიდი" ქართველი სინდისის პატიმრების სოლიდარობით გაიხსნა. ციურიხში ჩასულმა რეჟისორმა ირინე ჟორდანიამ ქართველ მსახიობებთან ერთად თავისი ფილმი “ჰაერი ლურჯი აბრეშუმია” ფესტივალზე წარადგინა და თქვა ფილმის პრემიერა საქართველოში ჯერ არ ყოფილა.
"შეუძლებელია ჩვენი კოლეგები, ჩვენი მეგობრები იყვნენ ციხეში და ჩვენ ვმართავდეთ პრემიებს"- თქვა რეჟისორმა
ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონია საქართველოში ფილმის პრემიერა, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ შეუძლებელია ჩვენი კოლეგები, ჩვენი მეგობრები იყვნენ ციხეში და ჩვენ ვმართავდეთ პრემიებს. ყველა ჩვენი შეხვედრა, სადაც არ უნდა გაიმართოს, როდესაც არ უნდა გაიმართოს მაყურებელთან, უნდა დაიწყოს ჩემი აზრით წინადადებით და მოთხოვნით თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება სინდისი პატიმრებს", - თქვა ირინე ჟორდანიამ.
რეჟისორთან ერთად იმყოფებოდა მსახიობი თინა ლაღიძე, რომელიც აქტიურად დადის რპოევროპულ აქციებზე. ის ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს.
ლაღიძემ ციურიხში მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ივანშვილის რეჟიმს სინდისი პატიმრების ციხეში უდანაშაულდო ჰყავს გამომწვდეული.
ძნელია სოლიდარობა არ გამოვუცხადო ჩემს კოლეგებს, რომლებიც აბსოლუტურად უდანაშაულო დღეს რეჟიმის პატიმრები არიან, არაფრის გამო, იმისთვის რომ აქციებზე გამოხატეს თავის პოზიცია და ისინი ჩამოშორებულები არიან დღეს თავის პროფესიას და მათ ემუქრებათ 6-9 წლამდე ციხე. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ეს ადამიანები ისხდნენ ციხეში და თავის ნიჭი არ გამოავლინონ მათ მედიუმში კინოში", - თქვა მსახიობმა.
„ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“ რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია და მას ორი მთავარი მოქმედი გმირი ჰყავს, რომლებიც საკუთარ თავთან და გარემოსთან კავშირის ძიებაში არიან.
„ორი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი თავისი ცხოვრების გზას პარალელურად მიუყვება, თითოეული გადის გარდაქმნის გზას, რამაც თავისუფლებამდე უნდა მიიყვანოს.