ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს აპატიმრებენ, ჩიქოვანის და ზაუტაშვილის საზმაუდან გაშვება, სამწუხაროდ, ლოგიკურია - აბაშიძე
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ზაზა აბაშიძე აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში "ქართული ოცნების" პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს აპატიმრებენ, პირველი არხიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლება ლოგიკურია.
"40-წლიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან ისე გაშვება, რომ სამსახურებრივი ბარათი 15 წუთში დაუბლოკო ადამიანს, კარგად მეტყველებს იმაზე, რა სიტუაციაში არის დღე საზოგადოებრივი მაუწყებელი" - ამბობს ზაზა აბაშიძე.
სამწუხაროდ, 40-წლიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან ისე გაშვება, რომ სამსახურებრივი ბარათი 15 წუთში დაუბლოკო ადამიანს, კარგად მეტყველებს იმაზე, რა სიტუაციაში არის დღე საზოგადოებრივი მაუწყებელი. ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს აპატიმრებენ, უცხოურ ჟურნალისტებს ქვეყნიდან ყრიან, ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზმაუდან რომ გამოუშვეს, სამწუხაროდ, ლოგიკურია. ბორდის წინა სხდომაზე ტელევიზიაში შემოსულები იყვნენ, მაგრამ მათ დასწრების და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება არ მიეცათ, მათ მათ წინააღმდეგ გამოთქმულ ცილისწამებაზე პასუხი უნდა გასცენ. ამას მოვითხოვთ და შევეცდებით, რომ ამას მივაღწიოთ, რომ ამ ადამიანებმა იმავე მიკროფონიდან საკუთარი სათქმელი გააჟღერონ". - განაცხადა საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრმა, ზაზა აბაშიძემ.
ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს გათავისუფლების მიზეზად დისციპლინარული მოკვლევა დაუსახელეს.
- ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ.