ლიტერატურა პატიმრებისთვის - წიგნის ბაზრობაზე სინდისის პატიმრების წერილებს კითხულობენ

12.04.25 13:35
ლიტერატურა პატიმრებისთვის - წიგნის ბაზრობაზე სინდისის პატიმრების წერილებს კითხულობენ

ლიტერატურა პატიმრებისთვის - ამ წუთებში, წიგნის ბაზრობაზე სინდისის პატიმრების წერილებს კულტურის სფეროს წარმომადგენლები კითხულობენ.

მსახიობებმა ოთხ კედელში გამოკეტილ ადამიანებს, ციხეში წიგნები გაუგზავნეს, სწორედ ამ წიგნებზე დაყრდნობით მათ რეცენზია დაწერეს, რასაც დღეს ახმოვანებენ.

მსახიობი ეკა ჩხეიძის თქმით, პატიმრებმა აირჩიეს ლიტერატურა და თავისი შთაბეჭდილება და თავისი ემოცია, დღევანდელობას დაუკავშირეს  და წერილობით გამოგვიგზავნეს.

პატიმრებს გაეგზავნათ წიგნები, იქ დრო აქვთ საკითხავად მოგეხსენებათ და თავის შესაქცევად, როცა ეს მძიმე სიტუაციაში არიან. მათ აირჩიეს ლიტერატურა და თავისი შთაბეჭდილება და თავისი ემოცია, რაც დღევანდელობას დაუკავშირეს წერილობით გამოგვიგზავნეს და ჩვენ ამ წერილებს ვახმოვანებთ მედიატორები ვართ და მათ ნააზრევს გადმოვცემთ.", - ამბობს ეკა ჩხეიძე.