"წიგნის ბაზრობაზე წელს გადავწყვიტეთ, რომ ასპარეზი და სცენა დავუთმოთ პატიმრებს" - ნინო კასრაძე
მსახიობი ნინო კასრაძე წიგნის ბაზრობაზე იმყოფება, სადაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები სინდისი პატიმრების წერილებს კითხულობენ.
მისი თქმით, ღონისძიების ორგანიზატორებმა წელს გადაწყვიტეს, რომ ასპარეზი პატიმრებისთვის დაეთმოთ და სხვადასხვა წიგნებზე მათი რეცენზიები გაეჟღერებინათ.
რეცენზიები გამოაგზავნეს და უნდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ არის პორტრეტი ადამიანის და შემდეგ იმ მოვლენების თუ რატომ სხედან ისინი ციხეში", - ამბობს მსახიობი.
ჩვენ წელს გადავწყვიტეთ, რომ ასპარეზი და სცენა დავუთმოთ პატიმრებს. ჩვენ მათ შევთავაზეთ წიგნები, ეს წიგნები მათ წაიკითხეს და თავისი ე.წ. რეცენზიები გამოაგზავნეს და უნდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესოზე მეტია, იმიტომ რომ არის პორტრეტი პირველ რიგში ადამიანის და შემდეგ იმ მოვლენების თუ რატომ სხედან ისინი ციხეში. პატრიოტები არიან, მოაზროვნე ადამიანები და კიდევ ჩვენ ორგანიზატორებს გვინდოდა ადამიანი ყოფილიყო ჩვენს ფოკუსში, არა პოლიტიკური მდგენელი, არამდე ადამიანი თავისი აზრებით და ფიქრებით", - ამბობს ნინო კასრაძე.
ლიტერატურა პატიმრებისთვის - წიგნის ბაზრობაზე მსახიობები სინდისის პატიმრების წერილებს კითხულობენ.