სოხუმის აეროპორტში ევროკავშირის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიები იფრენენ

12.04.25 14:13
სოხუმის აეროპორტში ევროკავშირის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიები იფრენენ

„როსავიაციამ“ რუსეთის ავიაკომპანიებს iFly-სა და Nordstar-ს მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა.

iFly-ს და Nordstar-ს სანქცირებული კომპანიებია - მათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ.

სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, iFly-ს მოსკოვიდან სოხუმის მიმართულებით 14 ფრენის განხორციელება ნებართვა აქვს, Nordstar-ს კი კვირაში 7 რეისისა. გარდა ამისა, Nordstar-მა ნებართვა მიიღო კრასნოიარსკიდან კვირაში სამჯერ გაფრინდეს სოხუმში.

საცდელი ფრენა აღდგენილ აეროპორტში 7 თებერვალს განხორციელდა. აპრილის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტის აღმასრულებელი აპარატის შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ დაადასტურა 1 მაისიდან საჰაერო მიმოსვლის გახსნის გეგმები.