"მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა რეალურად დაინახონ სინდისის პატიმრების სახე" - კინწურაშვილი

12.04.25 15:40
"მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა რეალურად დაინახონ სინდისის პატიმრების სახე" - კინწურაშვილი

მსახიობი კახა კინწურაშვილი წიგნის ბაზრობაზე იმყოფება, სადაც ციხის საკნებიდან სიდიდის პატიმრების მიერ გამოგზავნილ წერილებს კულტურის სფეროს წარმომადგენლები კითხულობენ.

მისი თქმით, ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ოთხ კედელში გამოკეტილი თანამებრძოლების რეალური სახე დაინახონ.

ღონისძიებაზე მსახიობმა სინდისი პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის მიერ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა.

"მე ანდროს ტექსტი დავასრულე, რომ თუ ვინმეს კითხვები აქვს ანდროსთან შეუძლია 24 აპრილს სასამართლოში მოვიდეს და ნებისმიერი მოქალაქე მიხვდება თუ რამდენად უდანაშაულოა ანდრო", - განაცხადა კინწურაშვილმა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა დაინახონ რეალურად მათი(პატიმრების) სახე. ისინი არჩევენ წიგნებს და გვიზიარებენ მათ დამოკიდებულებას და უბრალოდ იმას თუ როგორ დაინახეს ესე თუ ის ნაწარმოები და ამ ყველაფერს აზიარებენ აქ მოსულ მაყურებელს. ისინი რეალურად არიან ადამიანებში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რეალურად ეს ბრაზი და უსამართლობა არსად არ გამქრალა.

მე პირადად ანდროს ტექსტი იმით დავასრულე, რომ თუ ვინმეს კითხვები აქვს ანდროსთან მიმართებით შეუძლია 24 აპრილს სასამართლოში მოვიდეს და ნებისმიერი მოქალაქე მიხვდება თუ რამდენად უდანაშაულოა ანდრო", - ამბობს კახა კინწურაშვილი.

ლიტერატურა პატიმრებისთვის - წიგნის ბაზრობაზე მსახიობები სინდისის პატიმრების წერილებს კითხულობენ.