ბერძენიშვილმა უნდა იცოდეს, ვინც ჩონჩხებზე ცეკვავს და ადამიანების თავებზე გადადის, ამას შედეგი მოჰყვება - ტუღუში

12.04.25 13:44
ბერძენიშვილმა უნდა იცოდეს, ვინც ჩონჩხებზე ცეკვავს და ადამიანების თავებზე გადადის, ამას შედეგი მოჰყვება - ტუღუში

„საბჭოთა სტილში გაათავისუფლეს პატიოსანი ჟურნალისტები, რომლებიც ამ ქვეყანას ემსახურებოდნენ" - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა.

მან მენეჯმენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიუღებელი უწოდა.

თინა ბერძენიშვილმა უნდა იცოდეს, ვინც ჩონჩხებზე ცეკვავს, პოლიტიკური მოტივებით გადაწყვეტილებებს იღებს და ადამიანების თავებზე გადადის, ამას შედეგი მოჰყვება - ამბობს ტუღუში. 

საბჭოთა სტილში გაათავისუფლეს პატიოსანი ჟურნალისტები, რომლებიც ამ ქვეყანას ემსახურებოდნენ, ეს რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. 37 წელი გრძელდება, გადაწყვეტილებები, რომელიც გუშინ იქნა მიღებული, იმ სტილშია და ძალიან სამწუხაროა, რომ დირექტორს, ქალბატონ თინას [ბერძენიშვილს] მიაჩნდა, რომ მისი საქმე არ იყო ჩონჩხებზე ცეკვა, როგორც ჩანს, მოსწონს ეს საქმიანობა, მან უნდა იცოდეს, ვინც ჩონჩხებზე ცეკვავს, პოლიტიკური მოტივებით გადაწყვეტილებებს იღებს და ადამიანების თავებზე გადადის, რა თქმა უნდა, ამას შედეგი მოჰყვება, მან ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს. სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღო, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ამას პასუხი და პასუხისგება მოჰყვება. ეს არ არის ისეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც ყველას დაავიწყდება. არავის დაავიწყდება ის, რაც სამწუხაროდ, გუშინ გაკეთდა“, - განაცხადა ტუღუშმა.

ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს გათავისუფლების მიზეზად დისციპლინარული მოკვლევა დაუსახელეს.

  • ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ.