"ნიკუშა კაციას წერილი წავიკითხე, შეყვარებული ვარ მასზე, ინტელექტუალი უკანონო პატიმრები ჰყავს ჩვენს ქვეყანას" - ანა ამილახვარი
"საინტერესო და ინტელექტუალი უკანონო პატიმრები ჰყავს ჩვენს ქვეყანას" - ამის შესახებ მსახიობმა ანა ამილახვარმა განაცხადა, რომელიც წიგნის ბაზრობაზე იმყოფება, სადაც კულტურის სფეროს წარმომადგენელი სინდისის პატიმრების მიერ გამოგზავნილ წერილებს კითხულობენ.
ხელოვანი ღონისძიებაზე, სინდისის პატიმრის, ნიკა კაციას მიერ გამოგზავნილი რეცენზია წაიკითხა.
"ეს ადამიანები გისოსებში უნდა იყვნენ და ის კრიმინალები, რომლებიც მართლა ღუპავენ ქვეყანას ისინი გარეთ უნდა დარბოდნენ? ", - ამბობს ამილახვარი.
ნიკუშა კაციას წერილი წავიკითხე. შეყვარებული ვარ მასზე და რა თქმა უნდა, სხვა პატიმრებზე, როგორი ნიჭიერი, როგორი საინტერესო, როგორი ინტელექტუალი უკანონო პატიმრები ჰყავს ჩვენს ქვეყანას. ეს ადამიანები გისოსებში უნდა იყვნენ და ის კრიმინალები, რომლებიც მართლა ღუპავენ ქვეყანას ისინი გარეთ უნდა დარბოდნენ? ვგულისხმობ ტიტუშკებს", - ანა ამილახვარი.
ლიტერატურა პატიმრებისთვის - წიგნის ბაზრობაზე მსახიობები სინდისის პატიმრების წერილებს კითხულობენ.