"ანწუხელიძის გმირობა ეწინააღმდეგება და ანგრევს "ოცნების" მორალს" - პარლამენტის უკან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

12.04.25 15:34
"ანწუხელიძის გმირობა ეწინააღმდეგება და ანგრევს "ოცნების" მორალს" - პარლამენტის უკან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

"ანწუხელიძე უკვდავია" - აქცია ამ სახელწოდებით ამ წუთებში იწყება. მოქალაქეები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით პარლამენტის უკან იკრიბებიან.

ახალგაზრდების თქმით, ანწუხელიძის გმირობა ეწინააღმდეგება და ანგრევს ოცნების ფილოსოფიას და სწორად ამის დასტური იყო თეა წულუკიანის გუშნდელი განცხადებაც.

"ამას ქართველობა არ ქვია, ამას ქვია რუსობა" - ამბობს აქციაზე მყოფი აქტივისტი დათო დანელია და აცხადებს, რომ მის მამას ომში "რაღაც პიარისთვის არ უბრძოლია"

მთავარი ისაა, რომ ანწუხელიძის გმირობა ეწინააღმდეგება და ანგრევს ოცნების ფილოსოფიას და მორალს. ისინი არიან ქართული ჯარის წინააღმდეგ, მამაჩემს იმისთვის არ უბრძოლია, რომ რაღაც პიარისთვის ყოფილიყო ეს, ის იბრძოდა საქართველოსთვის. ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ფრთას მინდა მივმართო, თქვენ ამას ეთანხმებით, რომ გიორგი ანწუხელიძე იბრძოდა პიარისთვის? ეს არის სასირცხვილო, ეს არის მარაზმი. ამას ქართველობა არ ქვია, ამას ქვია რუსობა. ამიტომ სტუდენტებს მივმართავ, ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გამოვიდეთ ქუჩაში. ეს უკვე წითელი ხაზია, როცა გმირს ეხები, ამიტომ ყველა რუსთაველზე საქართველოს დასაცავად", - ამბობს დათო დანელია.

თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა. 

წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.