პროტესტი ვანში - ადგილობრივი მოსახლეობა "სულორი ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს
პროტესტი ვანის მუნიციპალიტეტში - ამ წუთებში სოფელ სულორში ადგილობრივი მოსახლეობა მდინარე სულორზე 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის "სულორი ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს.
არსებული ინფორმაციით, სულორში ჰესს ვანის საკრებულოს "ოცნების" დეპუტატის, ბიჭიკო პაიკიძის, დედის კომპანია აშენებს. დირექტორი კი "ოცნების" შემწირველი ირაკლი დოლიძეა.
"ჰესი კლავს მდინარეს" -სკანდირებდნენ ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები.
ადგილობრივების განცხადებით ისინი ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ამით ეკოლოგიას პრობლემები შეექმნება. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და გარემოს დამცველებიც იმყოფებიან.
არ უნდა არავის ეს გეზი, ჩვენ არ გვინდა. ჯერ ერთი ვიცით, რომ რაც არ უნდა დაგვპირდნენ ყველაფერი ტყუილია, არაფერი არ მართლდება. რამდენი ჰესი დაინგრა, აქ ისეთი ადგილია სულ ზვავები მოდის. ეს ერთი მდინარე გვაქვს, ჩვენ აქ სხვა არაფერი არ გვაქვს, ეს მდინარე და ეს მთები, მეტი არაფერი არ გაგვაჩნია და ამას ანგრევენ და რა უნდა გვინდოდეს მეტი. ყველაფერი საბუთის გარეშე დაიწყეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არაფრად გვაგდებენ", - ამბობს აქციის მონაწილე.