კიდევ ერთხელ კლავენ ანწუხელიძეს მზაკვრულად... ივანიშვილს და წულუკიანს ბოდიშის მოხდას ვაიძულებთ - პოლკოვნიკი თავდგირიძე
"კიდევ ერთხელ კლავენ ანწუხელიძეს მზაკვრულად, ოღონდ ახლა ენით და ბინძური საქციელით" - ასე აფასებს საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე წულუკიანის სკანდალურ განცხადებას.
ჯგუფი "ფარის" წევრი, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება, ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ამ გზით ქართული სულის გატეხვას ცდილობს.
"ჩვენ ვაიძულებთ ბიძინა ივანიშვილს და თეა წულუკიანს, რომ ბოდიში მოიხადონ" - ამბობს გიორგი თავდგირიძე, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს, საკუთარი ღირსების დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ.
ჩვენ ვაიძულებთ ბიძინა ივანიშვილს და თეა წულუკიანს, რომ ბოდიში მოიხადონ. კიდევ ერთხელ კლავენ ანწუხელიძეს მზაკვრულად, მიპარვით, უკნიდან, ოღონდ ახლა ენით, ბინძური საქციელით კლავენ. საზოგადოებამ იცის, რა არის ღირსება და როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც ჩვენი ღირსება შელახულია. საკმარისი არ არის სატელეფონო ზარები, სამზარეულოში აღშფოთებით საუბარი. მათ ღიად უნდა განაცხადონ, რომ აღშფოთებულები არიან.
აქვთ ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ უკმაყოფილება სიტყვით გამოხატონ და დააფიქსირონ თავიანთი აღშფოთებული პოზიცია. ეს არ არის პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ სვლა, ეს არის რუსეთის საამებლად. ანწუხელიძემ რუსეთი, ფაქტობრივად, მარტო დაამარცხა, რუსეთმა ვერ გატეხა ანწუხელიძე. ეს არის ქართული გაუტეხელი სულის ნათელი მაგალითი, რომელსაც თუ არ დაამარცხებს რუსეთი, მათ არანაირი შანსი არ აქვთ საქართველოში. ამიტომ, ამ შანსის მოკვლა უნდათ". - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.
თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა.
წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.